ექსპედიცია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში დასრულდა
17-18 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ისტორიულ ტაო - კლარჯეთში განხორციელდა იშხნისა და ოშკის სამონასტრო კომპლექსების მონიტორინგი.ექპედიციაში მონაწილეობა მიიღეს ქვეყინის ისტორიკოსებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, არქიტექტორ-რესტავრატორებმა და ქართული მედიის ძირითადმა ნაწილმა.
ეს იყო უკანასკნელ წლებში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება რომელიც ისტორიულ ტაო -კლარჯეთში განხორციელდა.ექსპედიიციის წევრებმა დიდთოვლობის გამო ვერ მოახერხეს ხანძთისა და ოთხთას სამონასტრო კომპლექსების მონახულება. მდგომარეობა დამძიმებულია იშხანისა და ოშკის მთავარ ტაძრებში.
23 თებერვლას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვულ სააგენტოში გაიხსნება გამოფენა „იშხანი და ოშკი საფრთხეშია“, სადაც ექსპედიციის წევრები საზოგადოებას ოშხანისა და ოშკის სამონასტრო კომპლექსების მდგომარეობის ანგარიშს ჩააბარებენ.
სიახლე
საქართველოს ისტორიაში მრავლადაა ისეთი ფაქტები როცა ქვეყანა სოციალურ-კუტურულ აღზევებას განიცდიდა. ერთ-ერთი ასეთი პერიოდი უკავშირდება მეფე დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) სახელს, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული სახემწიფოს ძლიერბას. მისი მეფობის დროს აშენდა მრავალი კულტურული ძეგლი, რომელთა შორის ერთ-ერთი უმშვენიერესია გელათის მონასტერი. დავით აღმაშენებლის დაწყებულ საქმეს პირნათლად აგრძელებს მისი შვილთაშვილი თამარ მეფე. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა. მისი მოღვაწეობის დროს შეიქმნა უამრავი ხელოვნების ნიმუში, რომელთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიო დამწერლობის უდიდესი ქმნილება “ვეფხისტყაოსანი”.აქართველოს აქვს გმირ მეფეთა დიდი ნუსხა, რომელთა შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი ერეკლე მეორეს (1762-1798 წწ.) უკავია. მას 80 წლის ასაკში 100-ზე მეტი ბრძოლა ჰქონდა გადხდილი. მის სახელს უკავშირდება 1783წ. რუსეთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის შემდეგ საქართველომ მხოლოდ 1918 წლის 26 მაისს მოიპოვა დამოუკიდებლობა, რაც მხოლოდ 3 წლით შეინარჩუნა და 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.
უახლოესი ისტორიიდან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია 1991 წელს გამოცხადეული დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტის ზვიად გამსახურდის სახელს უკავშირდება, ხოლო 2003 წლის 23 ნოებრის ვარდების რევოლუციამ ნათლად დაანახა მთელს მსოფლიოს ქართველი ხალხის დაუოკებელი სწრაფვა დემოკრატიული პრინციპებისადმი.
No comments:
Post a Comment